|
2018-02-15 14:20:07, 3074 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: დევნის ფუნქცია პროკურატურაში დარჩება, თუმცა კანონპროექტში სხვადასხვა გარანტიებია ჩადებული
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, დევნის ფუნქცია პროკურატურას დარჩება, თუმცა კანონპროექტში ჩადებულია სხვადასხვა სახის გარანტიები იმ შემთხვევისთვის, თუკი ზედამხედველ პროკურორსა და ინსპექტორის გამომძიებელს დევნის დაწყების თაობაზე, განსხვავებული აზრი ექნებათ: „ეს არ გახლავთ დევნის ორგანო. ჩვენ არ ვქმნით ახალ პროკურატურას. ჩვენ ვქმნით საგამოძიებო დამოუკიდებელ ახალ ორგანოს, ეს იქნება სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. რაც შეეხება დევნის ფუნქციას, ის დარჩება პროკურატურაში, მაგრამ კანონპროექტში ჩადებულია სხვადასხვა გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად თუკი ინსპექტორის გამომძიებელსა და ზედამხედველ პროკურორს შორის იქნება აზრთა სხვადასხვაობა, უნდა დაიწყოს თუ არა დევნა, ასეთ შემთხვევაში ინსპექტორს ჰქონდეს მთავარი პროკურორისამდი მიმართვის საშუალება, რომელიც მიიღებს ასეთი ტიპის კონფლიქტის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ ასევე შევთანხმდით და სწორედ ამაშია კონსულტაციების მთავარი ღირებულება, რომ ის ინტერესთა კონფლქიტი, რაც შესაძლებელია არსებულიყო, როდესაც ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოიძიებს საქმეს და ფარულ საგამოძიებო მოქედებებზე, თავისი თავი რომ არ შეამოწმოს ასე ვთქვათ, ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამრთლოს ფუნქცია გახდეს ასეთ საქმეებზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებეზე მონიტორინგი, როდესაც მოცემული დანაშაული იქნება ქვემდებარე ინსპექტორის რომელიმე გამომძიებლის.ამით ვფიქრობთ, მაქსიმალურად დაბალანსებულ მოდელს ვქმნით, ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ის არ დაექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას“,-განაცხადა წულუკიანმა და აქვე აღნიშნა, რომ მთლიანად იცვლება ისნპექტორის შერჩევის წესი. „ის წესი, რომლითაც ვირჩევდით პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს, აღარ იმოქმედებს. ახალი წესის თანახმად, ჩვენ მივიღებთ სახელმწიფო ინსპექტორს, რომელსაც ექნება გაცილებით უფრო მეტი ლეგიტიმიცა, რადგან ის შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ხელისუფლების სამი შტოს წარმომადგენლებისგან, ასევე ომბუდსმენისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, პრემიერს, მთავრობას წარუდგენს ორიდან ხუთ კანდიდატს, ორი კანდიდატი იქნება შერჩეული და წარეგზავნება პარლამენტს.საბოლოოდ პარლამენტი აირჩევს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პირს, რაც დღეს პერსონალური მონაცემების ინსპექტორის შემთხვევაში ასე არ არის. ჩვენ ვიღებთ ამ მოდელის ფარგლებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირს მოცემულ მაღალ თანამდებობაზე“,-განაცხადა წულუკიანმა. საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის, არასათანადო, ან დამამცირებელი მოპყრობის, წამების, წამების მუქარის და გადაცდომების ფაქტებს გამოიძიებს.
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)