|
2018-02-15 13:39:18, 1727 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი მოქალაქეებს: ნუ გავწირავთ ქვეყნის იმ ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას,რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქვია“,-ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანიიდან საქართველოს 19 მოქალაქის გამობრუნებას, რომლებმაც სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარეს. მინისტრის ვარაუდით, მათ მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ შენგენის სივრცეში შეღწევას კეთილი მიზნებისთვის სცდილობდნენ: „მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ გამობრუნებული პირები სწორედ არიან იმ მიზეზით გამობრუნებული, რომ მათ გერმანელი, თუ სხვა ევროპელი მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ ისინი კეთილი მიზნებისთვის სცდილობდნენ შენგენის სივრცეში შეღწევას“,-განაცხადა წულუკიანმა. ის საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ქვეყნის უდიდეს მონაპოვარს-ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას: „შემიძლია მხოლოდ კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის იმ უდიდეს მიღწევას, მე ვიტყოდი, ისტორიულ მირწევას,რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია, მოვუფრთხილდეთ მას, რადგან ასეთი მიღწევები მრავალი თაობის შრომის შედეგად მიღწევებია და ხელის წამოკვრით ნუ მოვეპყრობით ამ ძალიან დიდ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა, რადგანაც შეიძლება, მე ეს ადრეც ვთქვი და ჩვემთვის გაუგებარი კრიტიკა დავიმსახურე, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქცევამ, შეიძლება მოიტანოს -მეთქი ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი. დღევანდელი ახალი ამბავიც ამას ადასტურებს. მათ შორის გერმანიის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა და სხვა მინისტრების ფედერალური ხელისუფლებისადმი მიმართვები, რომ მათ აქვთ იმის აღქმა, საქართველოს მოქალაქეები კარგად არ იქცევიან და შესაბამისად, შეიძლება გარკვეული ზომების მიღებაც მოითხოვონ. ამიტომ, გავფრთხილდეთ და დავიცვათ ის კანონი, რომელი ქვეყნის სივრცეში შეღწევასაც ვცდილობთ“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)