|
2018-02-14 13:47:13, 827 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, ელჩმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში, ასევე, მნიშვნელოვანია კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობებიც. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ურთიერთობა ეკონომიკური თანამშრომლობის ჭრილში. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. 2008 წლიდან ორ ქვეყანას შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მუდმივად იმართება მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ზურაბ პატარაძე ელჩს ესაუბრა რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის შესახებაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად აუცილებელია ორმხრივი ბიზნეს ფორუმების ორგანიზება, ბიზნეს და საქმიანი წრეების ერთმანეთთან დაკავშირება. ზურაბ პატარაძემ, ასევე, ისაუბრა კურორტ გოდერძის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება თურქული მხარის დაინტერესება როგორც ინვესტიციების განხორციელებით, ასევე ტურისტული კუთხით, რათა უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვასა და სატრანსპორტო მიმოსვლაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობით კიდევ უფრო გაიზრდება ტვირთბრუნვა. ,,მინდა, ასევე, შევეხო ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი თურქეთის შსს მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საბოლოოდ იქნება მიღწეული ორივე ქვეყნისათვის ხელსაყრელი შედეგი საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. თურქეთის ელჩის განცხადებით, ,,მნიშვნელოვანია, რომ საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით ორმხრივი კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კონსულტაციები ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებით დასრულდება". შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, GDSC-ს ფარგლებში, რეგიონმა უმასპინძლა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის. ასევე აღსანიშნავია, რომ ნატო-ს ეგიდით სისტემატურად ხორციელდება თურქული გემების საპორტო ვიზიტები ქალაქ ბათუმში და ერთობლივი წვრთნების გამართვაც. ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე მოღვაწეობას 2017 წლის ბოლოდან შეუდგა. (NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)