|
2015-05-14 20:02:29, 708 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს
მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის კორექტირებას მეორე კვარტლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებლის დაზუსტების შემდეგ მოახდენენ. "ბიუჯეტის კორექტირება საჭირო იქნება, ამაზე შეკითხვის ნიშანი არ არსებობს და მე მას ვამბობ იანვრის თვიდან მოყოლებული. მეორე კვარტლის ბოლოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის კორექტირებას ბიუჯეტის მიმართულებით",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, EBRD –მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონული ეკონომიკურ პერსპექტივების ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს საქართელოში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2.3%–მდე შემცირდება. 2016 წელს კი, საქართველო ეკონომიკა 2.6%–ით გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)