19:57 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 18:54:45, 831 ნახვა

ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბარტი: EBRD-ში საქართველოს მიმზიდველობის შესახებ ეჭვიც კი არ გვეპარება

„ჩვენ ეჭვიც კი არ გვეპარება საქართველოს მიმზიდველობაში“,-ამის შესახებ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, საქართველო ყოფილი დსთ-ს ტერიტორიაზე  ნომერ პირველი ქვეყანაა.

„როტომ  არის საქართველო საინტერესო  როგორც  ინვესტირების დანიშნულების  ადგილი? საქართველოში არის ძალიან კარგი  კერძო სექტორი და საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა მარკეტინგი მოახდინოს.  ჩვენ ეჭვიც კი არ გვეპარება საქართველოს  მიმზიდველობის შესახებ. ჩვენ  დავიწყეთ მუშაობა 1993 წელს და ჩვენ  დიდი ინვესტირება მოვახდინეთ სხვადასხვა სექტორებში. 2,6 მილიარდი დოლარი  იყო ყველაზე დიდი ინვესტიცია ერთ სულ მოსახლეზე, თუ შევადარებთ ნებისმიერ სხვა ქვეყანას.  2014 წელს ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ინვესტირება წინა წელთან შედარებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ციფრის ზრდას.  ძალიან ბევრი მცირე და დიდი ბიზნესი გაძლიერდა და გახდა  სერიოზულად კონკურენტუნარიანი რეგიონში, ჩვენ ვამაყობთ ამით.   საქართველოს ისტორია არ არის მხოლოდ EBRDS-ს
ისტორია, ეს არის  ისეთი ქვეყნის ისტორია,  რომელსაც  ეყო ძალა იმისათვის,რომ განეხორციელებინა სერიოზული  რეფორმები, ისტორია  ადამინებისა და ქვეყნისა, რომელიც ღებულობდა სერიოზულ გადაწყვეტილებას  და ყველაფერს  აკეთებდა იმისათვის, რომ თავისი ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის  რელსებზე გადაეყვანა.  ამიტომ 189 ქვეყნიდან  ჩვენს კვლევაში საქართველო  მე-15 ადგილზეა საქმის კეთების სიმარტივის  კუთხით.  ეს არის ნომერ პირველი  ქვეყანა  ყოფილი დსთ-ს ტერიტორიაზე, მე ვთვლი, რომ ეს არის პიონერის როლი, რომელიც ითავა საქართველომ“,-განაცხადა ჩაკრაბარტიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics