|
2018-02-12 14:44:24, 870 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომელთა ნაწილი სისტემაში უკვე დაიწყო, ნაწილი ახლო მომავალში დაინერგება და საბოლოოდ, მისი შედეგები, განათლების ხარისხის ამაღლებაზე აისახება. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. დირექტორებთან შეხვედრას რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე და რესურსცენტრის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო და 1 კერძო სკოლაა. შუახევიის მერიის ცნობით, 2017 წელს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცინარეთის, ბუთურაულისა და ჭვანის საჯარო სკოლებს, ასევე ქიძინიძეების საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს, დაიწყო სოფელ მაწყვალთისა და სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლების მშენებლობა. მალე ექსპლუატაციაში შევა სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აშენდა კაკალაძეებისა და ცენტერაძეების დაწყებითი სკოლები. 2018 წელს დაიწყება დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა. შუახევის მუნიციპალიტეტში 1869 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 840 პედაგოგი, მათ შორის სერტიფიცირებულია 92 პედაგოგი.
(NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)