|
2018-02-12 14:00:59, 873 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ექნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირებთან ერთად გაეცნო. შუახევის მერიის ინფორმაციით, ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგლობრივს გადაამზადებს. ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარია გამოყოფილი. სამუშაოთა 50% უკვე შესრულებულია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. შუახევის მუნიციპალიტეტში წელს 41 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის მნიშვნელოვანია სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან, სოფელ ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე ხაბელაშვილები-ბუთურაული- მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის თანახმად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური შუახევის მონაკვეთზე გარე განათებების მოწყობა, ინწკირვეთის სახლის მშენებლობა, დაბის სტადიონის რეაბილიტაცია, დაბის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა. მუნიციპალიტეტში 4 150 000 ლარის ღირებულების 41 პროექტია დაგეგმილი.
(NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)