|
2018-02-12 11:58:30, 1562 ნახვა
კომენტარი
ზვიადაძე: სასულიერო აკადემია ეკლესიის წიაღშია შექმნილი, წარმოუდგენელია, იქ რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი
პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე სასულიერო აკადემიის სტუდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებები, რომელიც მისი ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მანვე დასძინა, რომ სასულიერო აკადემია პატრიარქის კონტროლის ქვეშაა. "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს სასულიერო აკადემიაში და დარწმუნდეს აქვს თუ არა ადგილი ძალადობას. სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება ინტერნეტში დევს და შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობენ და მუშაობენ სახელოვანი მეცნიერები, ვის წარმოუდგენია, რომ აკადემიაში ძალადობას ჰქონდეს ადგილი. სასულიერო აკადემია არის უშუალოდ პატრიარქის ყურადღების ქვეშ. მე არ შემიძლია იმაზე ვისაუბრო, თუ რაში სჭირდება ეს მათ. თუ არ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც არ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციაში, ძალიან მარტივია ყველაფრის გარკვევა. სკოლა ეკლესიის წიაღშია შექმნილი, წარმოუდგენელია რომ იქ რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე თუ ვის რა მიზანი აქვს. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ სასულიერო აკადემია არის ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო, საღვთისმეტყველო დაწესებულება, რომელსაც აქვს თავის მიზნები და ამ მიზნებს კარგად ასრულებს. აკადემია გააგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც დაკისრებული აქვს პატრიარქის და მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. როდესაც პატრიარქმა აკადემია გახსნა, მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდქ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, ეს აკადემია უნდა გახდეს სამეცნიერო ცოდნის და რწმენის ადგილი, და ამ ამოცანების ერთგულია თბილისის სასულიერო აკადემია",-განაცხადა პროტოპრესვიტერმა. ცნობისთვის, კურსდამთავრებულები ყოფილ რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ძალაუფლების ბოროტ გამოყენებაში, სტუდენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, ჩაწყობებში, შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებენ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)