10:31 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 10:19:07, 2212 ნახვა

სამართალი
დოდო გუგეშაშვილს სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ

„მხედრიონის“ ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ დღეს დაკითხავენ.

როგორც "ექსპრესნიუსს"  მისმა ახლობელმა, სამხედრო ექიმმა დავით მუხიგულმა განუცხადა, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას პალატაში დღეს გადაიყვანენ.

გუგეშაშვილმა ამ დრომდე შვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის: "ყოველთვის, როცა აზრზე მოდის, შვილის მდგომარეობას კითხულობს", - აღნიშნა დავით მუხიგულმა.

ნოდარ გუგეშაშვილს დედის გამოჯანმრთელებამდე არ დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერდოღანს შეხვდა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics