|
2018-02-09 18:08:18, 2291 ნახვა
სამართალი
პროკურორი: პაატა ბურჭულაძე თბილისში ფონდის თანხებით მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებს ქირაობდა
პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, ფონდ " იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე თბილისში, ფონდის თანხებით, მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებს ქირაობდა. მანვე აღნიშნა, რომ ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები. ''ბატონი პაატა ბურჭულაძე, საკუთარ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამის თევისთვის. ასევე, ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული ბატონი პაატას და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხებზე პასუხები ამომწურავად არ ყოფილა გაცემული. საბოლოო ჯამში დაკითხვამ საკმაოდ კორექტულად ჩაიარა. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში“, - განაცხადა პროკურორმა. გამოძიება ფონდ "იავნანას" კუთვნილი დიდი რაოდენობის თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)