19:09 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 16:04:11, 902 ნახვა

ეკონომიკა
EBRD –მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონული ეკონომიკურ პერსპექტივების ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს საქართელოში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2.3%–მდე შემცირდება. 2016 წელს კი, საქართველო ეკონომიკა 2.6%–ით გაიზრდება.
 EBRD –ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე გავლენას ახდენს უკრაინა–რუსეთის კრიზისი და რუსეთის ეკონომიკის შემცირება.
რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა იქონია საგარეო ფაქტორებმა, მათ შორის რუსეთის რეცესიამ და რეგიონული სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ.
ევრობანკის პროგნოზით, სომხეთში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა იქნება, –1.5%,  აზერბაიჯანში კი,  1.5%.
იანვარში,  EBRD  პროგნოზით, 2015 წლის საქართველოს მშპ ზრდის პროგნოზი 4.2% იყო.
ამავე  ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ეკონომიკური სტაგნაცია 35 ქვეყანაში იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics