|
2018-02-09 15:49:45, 1688 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, გარკვეული ტიპის სანქციები დავაკისროთ
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დავაკისროთ გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა. „განვიხილეთ ის გამოწვევები, რასაც ჩვენი ქვეყანა აწყდება სხვადასხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, იმის გამო, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც შენგენის სივრცეში მიემგზავრება და მოძრაობს, არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს, რჩება იქ უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს არის ნებადართული, ან ეწევა უკანონო საქმიანობას. ჩვენი ვალია, რომ ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატება, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცესთან, დავიცვათ, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულის მიზეზად ისინი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებენ. ამასთან, თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის თანახმად, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)