10:32 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 17:33:14, 2663 ნახვა

სამართალი
დოდო გუგეშაშვილი ჩვენებას, სავარაუდოდ, ხვალ მისცემს

მხედრიონის ყოფილი წევრი  პოლკოვნიკი  დოდო გუგეშაშვილი,  სავარაუდოდ,  გამოძიებას ჩვენებას ხვალ მისცემს.

როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მას პალატაში სწორედ ხვალ გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს გუშინ დაესხნენ.

უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერდოღანს შეხვდა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics