19:09 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 14:15:18, 832 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ინვესტირების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმებები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ  საქართველოს შესაძლებლობების გასაცნობად, თბილისში ბევრი კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველომ  ინვესტირების თაობაზე, EBRD-ის ყოველწიური შეხვედრის ფარგლებში მიღწეული  შეთანხმებები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
 "ძალიან სასიხარულოა EBRD-ის პორეზიდენტმა განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ არის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში. თუ რატომ ტარდება წელს წლიური შეხვედრა საქართველოში და მან  ძალიან ნათლად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა, მთლიანობაში ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი მაღალი რანგის სტუმარი, ამდენი კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოს შესაძლებლობების გასაცნობად. ჩატარდებ ასევე ბიზნესფორუმი. ქართულ კომპანიებს წარმოდგენილი აქვთ თავიანთი პროექტები დასაფინანსებლად, ასევე EBRD-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში ხელი მოწერება  რამოდენიმე შეთანხმებას ინვესტირების თაობაზეა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა იმ გამოწვევების პირობებში, რაც დღეს გვაქვს რეგიონში, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს სტაბილური ბიზნეს გარემო და ჩვენი შესაძლებლობები გავაცნოთ ყველა ინვესტორს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics