|
2018-02-07 17:53:37, 1692 ნახვა
სამართალი
ბაბუის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის ბრალდებულებს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. წარდგენილი ბრალის თანახმად, მარიამ კ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახური დანაშაული, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით, ხოლო გიორგი გ.-ს, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით. "ასევე, ორივე ბრალდებულს, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მარიამ კ., საკუთარი ბაბუის განზრახ მოკვლისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, რომელიც მის საცხოვრებელ ბინაში ეგულებოდა, გიორგი გ.-სთან ერთად, ჯუმბერ კ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა. ბაბუასთან, რომელთანაც მარიამ კ. წლების მანძილზე არ ურთიერთობდა, ბრალდებული თავდაპირველად მარტო შევიდა, ხოლო მოგვიანებით გიორგი გ. ჩუმად შეაპარა და სამზარეულოში დამალა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მარიამ კ.-მ ბაბუა კორიდორში გამოიყვანა სასაუბროდ, რა დროსაც გიორგი გ.-მ თანნაქონი დანით, ხოლო მარიამ კ.-მ სამზარეულოს დანით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც სახლში თანხა არ დახვდათ, გარდაცვლილის საფულიდან დაეუფლნენ 335 ლარს, სახლში გააჩინეს ხანძარი და დატოვეს შემთხვევის ადგილი. ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა ცეცხლის წაკიდებით უძრავი ქონების დაზიანება-განადგურების ნაწილში აღიარეს ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულების წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, სხვადასხვა საექსპერტო დასკვნების, ვიდეომასალის, ამოღებული ნივთმტკიცებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მარიამ კ.-ს და გიორგი გ.-ს მიერ, ჯგუფურად განზრახი მკვლელობის ჩადენა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება, ხოლო ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)