|
2018-02-07 14:08:48, 1655 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: დღევანდელი სასამართლოს სახე მურუსიძეა - ეს გააკეთეთ თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“
„დღევანდელი სასამართლო არის მურუსიძის სასამართლო და ეს გააკეთეთ თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა პარალმენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, ოპოზიციას სასამართლოში არჩევნების დროს არცერთი საქმე არ მოუგია. „მე გამიხარდება ჩვენი სასამართლოს სისტემის რეფორმირება და ის, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები პროგრესისკენ. მაგრამ თქვენი დღევანდელი სასამართლოს სახე მურუსიძეა. მუსურიზე დატოვეთ კრიტერიუმად და საზომად დღევანდელი სასამართლოსი და არც ერთი საქმე სხვათაშორის თქვენ „ობიექტურ“ სასამართლოში ოპოზიციას არ მოუგია არჩევნების დროს, როდესაც სრულიად უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი გაყალბების ფაქტების, თქვენ მიერ „რეფორმირებულ“ სასამართლოში. დღევანდელი სასამართლო ეს არის მურუსიძის სასამართლო. ეს გააკეთეთ თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“. მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ შეუძლებელია ჩვენი სასამართლო სისტემის რეფორმირება, მაგრამ ნუ დაგვიხატავთ ახლა დღევანდელი ქართული სასამართლოსგან გერმანულ სასამართლოს და ფრანგულ და თუნდაც იტალიურ სასამართლოს. არ გვინდა შეჯიბრება ამ თემასთან მიმართებაში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)