|
2018-02-07 11:10:40, 1540 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ქვეყანა მიზანმიმართულად მიყვება გეგმას, რომელიც მოსახლეობისთვის უფრო მაღალ ცხოვრების სტანდარტს მოიტანს
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბრიუსელში ვიზიტი შეჯამა. მისი თქმით, ასოცირების საბჭოს მხრიდან ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირის რეგიონში. პრემიერის განმარტებით, ითქვა, რომ საქართველომ ინტეგრაციის მიმართულებით ძალიან პოზიტიური ნაბიჯები განახორციელა: „პირველ რიგში, მინდა, ვისაუბრო ბრიუსელში ჩემი ვიზიტის თაობაზე, მოგეხსენებათ, რომ წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს ასოცირების საბჭო, სადაც ვიხილავთ სამოქმედო გეგმის შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე ღრმა და ყოვლისმომველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების შედეგებს, ასევე ვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის გადადგმულ და განსახორციელებელ ნაბიჯებს და უსაფრთხოების სითუაციას რეგიონსი. ჩვენი მხრიდან,როგორც წესი დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი, დელეგაციას ხელმძღვანელობს უმაღლესი წარმომადგენელი, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. გვქონდა ძალიან ხანგძლივი, საგნობრივი განხილვა და ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა დასახული სამოქმედო გეგმა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შედეგი, ეს არის ევროკავშირის შეფასება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიყვება იმ გეგმას, რომელიც საქართველოში საბოლოო ჯამში მოსახლეობისთვის მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ ცხოვრების სტანდარტს, მოიტანს ინტეგრაციას ევროპასთან და მოიტანს უსაფრთხოების გაცილებით უფრო მაღალ დონეს. ერთხმად იქნა აღნიშნული, რომ საქართველო არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირის ჩვენ რეგიონში, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ დავსახეთ ასევე სამომავლო გეგმები, რომელიც მნიშვნელოვნად სცდება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს, ეს არის გაცილებით უფრო ამბიციური და ამასაც ევროკავშირი დადებითად ხვედბა. რომ ჩვე ვახორციელებთ საკმაოდ ამბიციურ, ძალიან დატვირთულ სამოქმედო გეგმას და ყველა მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი”,-განაცხადა კვირიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენინტეტის დამცველად: „ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის კიედვ უფრო აქტიურად , ჩართულობის კუთხით, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და დიდი იმედი გვაქვს, ის ნაბიჯები , რომელსაც საქართველოდ დგამს, ნდობის აღდენის კუთხით, ეკონომიკური კუთხით, აფხაზებთან , ოსებთან გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა, ჩვენი წინადადების განხორციელების მიმართულებით არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ, პოტენციალი რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს რეგიონის გავლით მოხვდეს ევროპაში კიდევ უფრო მაღალია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საინტერესო ახალი პროექტები გველოდება ამ მოვლენითაც. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ხელისუფელბა,არამედ მოსახლეობაც იყოს დამუხტული და მოტივირებული ამ კუთხით, რომ ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს კეთლდღეობამდე”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)