|
2018-02-06 16:06:39, 2021 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ჩაბუქის ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება არ არსებობს
პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის შემთხვევაში პროკურატურა ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს. მისი განმარტებით, პროკურატურა იხილავს ექსტრადიციის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. პროკურორის განცხადებით, ექსტრადიციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საექსტრადიციო მასალები დეტალურად იქნა შესწავლილი. იგი მიიჩნევს, რომ ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება არ არსებობს. "სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. ჩვენ არ ვაფასებთ უშუალოდ ჩაბუქმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის ქმედება. ვაფასებთ, რამდენად არის შესაძლებელი წარმოდგენილი მასალებით ქმედებისათვის კვალიფიკაციის მიცემა აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სავსებითაა დაკმაყოფილებული თურქული მხარის მიერ. ვინაიდან ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო და არ გამოკვეთილა ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, მივმართეთ სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)