|
2018-02-06 15:36:55, 1609 ნახვა
სამართალი
ჩაბუქის ადვოკატი - ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ სასამართლომ არ სცნოს დასაშვებად პროკურატურის მოთხოვნა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე. ბარათაშვილის თქმით, თურქეთში ადამიანის უფლებების შესახებ, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვენბი გათვალისწინებული არ არის. „არც იქნა ნახსენები, რომ მუქარას აქვს ადგილი ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. სწორედ ამიტომ, ოჯახის წევრები ჩართული არიან დაცვის სპეციალურ პროგრამაში. წარმოდგენილია მოსაზრება სახალხო დამცველის, სასამართლოს მეგობრის, არასამთავრობო ორგანიზაციების. ვფიქრობ ამ მიზეზის გამო გადაიდო სხდომა. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. ცნობისთვის, მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)