12:08 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 16:37:00, 1861 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირთან შემდგომ ნაბიჯებს იმედის თვალით შევყურებთ

ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირთან საქართველოს სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების და ევროკავშირის ნორმებთან, სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ,  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან ერთად  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფასებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შუამავლის როლსა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით გაწეულ მხარდაჭერაში, წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში.

თავის მხრივ, საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ერთგული მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მზად არის, უდიდესი წვლილი შეიტანოს მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში და ოქტომბერში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის პირველი შეხვედრა.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ერთად შევქმენით კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობების მყარი საფუძველი, რომელიც იძლევა მომავალში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების დიდ იმედს.

ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრლომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინგტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირიდან, რათა გავაღრმავოთ მუშაობა დღეს განხილულ ყველა ასპექტზე“,-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics