12:05 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 11:20:47, 583 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს

სინდისის პატიმრების მშობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24-საათიანი აქცია გამართეს.

მშობლებს საზმაუსთან რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ. ითხოვდნენ ეთერის დათმობას, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას. 

აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თქვა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა საინფორმაციო გამოშვებაში მშობლების აქცია, რომელიც საზმაუს შენობასთან 24 საათი იმართებოდა და არც მოთხონებზე ჰქონიათ რეაგირება. 

"ჩვენი 24-საათიანი საპროტესტო აქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა. უმოქმედობისა და იგნორირების პოლიტიკის გამო, ეს დღე-ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შავ ლაქად დარჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას მოვითხოვდით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენ მოთხოვნებზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, მეტიც მათ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ყველაფერზე ერთი წინადადებაც არ თქმულა.

24- საათიანი აქციის დასრულება ჩვენი ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს, თუმცა ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სამართლიანობა, საკუთარი უფლებები და ქვეყნის მომავალი აინტერესებს. თუ ჩვენი ხმა არ ისმის იქ სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა იყოს ღია, მაშინ, საჭიროა ეს ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ. ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი შვილებისა და ახლობლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, მაგრამ ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, გვესტუმრა, გვამხნევებდა ან ჩვენი ხმა გაავრცელა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა", - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics