08:45 - 22 Sep, 2026
|
2018-02-05 12:08:27, 1979 ნახვა
სამართალი
თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Miliyet იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.-მ ქალაქ სამსუნში 4 სახლი გაძარცვეს. მათ 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს. მედიის ცნობით, მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები მათი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. ისინი სასტუმროში დააკავეს. ადგილობრივმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, დაკავების ფაქტი 3 იანვარს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)