|
2018-02-02 18:03:51, 1889 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. „საქართველოს მთავარმა პროკურორმა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების კითხვებს უპასუხეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე სროლის ტრაექტორიის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური) ექსპერტიზები, რომელიც დღეის მდგომარეობით დასრულებული არ არის. შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ოჯახისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, რაზეც მათ განემარტათ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არის დასრულებული ზემოხსენებული ექსპერტიზები და ჩასატარებელია სხვა საგამოძიებო მოქმედებები, პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ოჯახის ადვოკატს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა. მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახს და ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა და ოჯახის ადვოკატები და მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს. საქმეზე აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვება და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება ოჯახს და საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)