|
2018-02-01 17:01:52, 1889 ნახვა
სამართალი
აუდიტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას. უცნობია, სამეურვეო საბჭოს რომელ ყოფილ წევრზეა საუბარი და დააბრუნა თუ არა მან ეს თანხა. ამასთან, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში არ ჩატარებულა მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრულყოფილი ინვენტარიზაცია, არ არის გაფორმებული ინვენტარიზაციის შედეგებზე შესაბამისი აქტი. ანგარიშში წერია, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 548,736 ლარის მოთხოვნები ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოიცავს: 203,416 ლარს - მოთხოვნებს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე; 9,462 ლარს - დანაკლისს გარდაცვლილ თანამშრომლებზე; 11,790 ლარს - დაუდგენელ ანგარიშვალდებულ პირებზე დანაკლისს. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია აღნიშნული ფიზიკური პირებიდან და ორგანიზაციებიდან თანხების ამოღების ან ჩამოწერის მიზნით, მის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნა, რაც ასევე მიუთითებს მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, აქტივების დანაკლისი, ასევე ნორმის ზემოთ მატერიალური მარაგების დანაკლისის ანაზღაურება დაეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, თუ დანაკლისი მათი ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული“,-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. აქვე განმარტებულია, რომ ინვენტარიზაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეკრებილი მასალები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. „2015 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 41,293 ლარის, ხოლო 2016 წელს - 2,819 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაკლისების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებისათვის არ გადაგზავნილა“,-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)