|
2018-02-01 12:41:12, 1879 ნახვა
სამართალი
ქორიძე - არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ქორიძემ აღნიშნა, ცვლილებების თანახმად ჰუმანური მიდგომა იმ პირების მიმართაც იქნება გამოყენებული, რომლებმაც დანაშაული პირველად ჩაიდინეს. მისივე განმარტებით, ცვლილებები ასევე იმ მსჯავრდებულებსაც შეეხებათ, რომლებმაც ნარკოდანაშაული ჩაიდინეს. "საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისა. შეწყალების კომისიამ ასევე არსებითად შეიძლება განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც არიან გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით - ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა. ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და ეს დანაშაულები მას არ ჩაუდენია ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ის, რომ ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით არის ასეთი ჰუმანური მიდგომა შეწყალების მექანიზმში, ეს რა თქმა უნდა არის გამოწვეული იმ საზოგადოებრივი პროცესებით, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა არაძალადობრივი სახის დანაშაულებს პრეზიდენტმა აქაც გამოხატა ჰუმანური ნება", - განაცხადა ქორიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)