|
2018-01-31 19:01:30, 1780 ნახვა
სხვადასხვა
ახალგაზრდა სენატორმა ჯო კენედიმ ტრამპის კონგრესში გამოსვლა გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლას „დემოკრატიული პარტიის“ სენატრომა ჯო კენედიმ უპასუხა. კენედიმ ტრამპის გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მრავალი ქალაქი ემიგრანტებმა ააშენეს. „ჩვენ ვნახეთ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოსული, რომლებიც მოითხოვენ სამართლიან და თანასწორ საიმიგრაციო პოლიტიკას“, - აღნიშნა კენედიმ. სენატორმა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკაც გააკრიტიკა. „აშშ-ს პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მაგრამ ის არ დაეტყო ჩვეულებრივ ამერიკელებს, ამერიკელებს რომელიც ადმინისტრაციამ მიატოვა. გვეუბნებიან, რომ უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ არსად ჩანს დასაქმებული ადამიანების არმია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკელებზე არ ზრუნავს, მათი საზრუნავი სიმდიდრე, მათი სტატუსი და ცნობადობაა", - აღნიშნა სენატორმა. ჯო კენედის თქმით, აშშ-ში ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად თავისი რელიგიური შეხედულებისა თუ ორიენტაციისა. ჯო კენედი 36 წლისაა. პრეზიდენტ ჯონ ფიჯერალდ კენედის ძმის, იუსტიციის მინისტრის ბობი კენედის შვილიშვილია. ჯო კენედი მასაჩუსეტსის შტატიის სენატორია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)