|
2018-01-31 16:06:44, 1922 ნახვა
სამართალი
მთავარი პროკურორი მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზად არის, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქმეზე გამჭვრივალე და ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს. „მე ზოგადად ყველასთან ვარ მზად შეხვედრა მქონდეს. ჩვენ, ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიებას გამჭვირვალედ ვატარებთ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს სრული წვდომა გამოძიების მასალებთან და ისინი არიან ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ჟურნალისტის კითხვას - დადგება თუ არა სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, მთავარმა პროკურორმა ასე უპასუხა: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, საჭიროა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დანიშნულია ექსპერტიზები და ველოდებით შედეგებს. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)