|
2018-01-31 14:32:16, 1789 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძე დღეს სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგება თავად მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. ფანცულაიას ვარაუდით, გიორგი მამალაძე საქმეში არსებულ უკანონობაზე გაამახვილებს ყურადღებას: " ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი პოზიცია დღეს ამომწურავად მივაწოდოთ სასამართლოს. ჩვენი დასკვნითი სიტყვა არის საკმაოდ მოცულობითი და ალბათ რამდენიმე საათს გასტანს. არის როგორც საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები დეტალურად განხილული, ასევე ის ახალი გარემოებები, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დაემატა საქმეს. თუნდაც ის, რომ საქართველოში ნომერ პირველი უფლებადამცველის სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც იწყება შემდეგი შინაარსით, რომ საქალაქო სასამართლოში მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, სასამართლო მეგობრის მიმართვა, რომ არც ერთი ის მტკიცებულება, რომელიც გამოაქვეყნა პროკურატურამ, არ მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ასევე ჩვენ გვექნება მთლიანი საქმე მიმოხილული. ამის შემდგომ იქნება მხარეთა რეპლიკები. დღეს ასევე მობრძანდება დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოში, რომელიც წინა პროცესებზე პროტესტის ნიშნად არ მოდიოდა. ის აუცილებლად გამოიყენებს თავის საბოლოო სიტყვას. მე ეჭვი მაქვს, რომ მის საბოლოო სიტყვაში საუბარი იქნება იმ უკანონობებზე, რომელიც თითქმის ერთი წელია გრძელდება და დეკანოზი არის უკანონო პატიმარი ქართული მართლმსაჯულების. ამით ამოიწურება წესით სასამართლო განხილვები სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლეს აქვს უფლება დღესვე გამოაცხადოს განაჩენი, თუმცა სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკიდან და ამ საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს ველოდოთ საბოლოო განაჩენს“, - განაცხადა ფანცულაიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)