07:02 - 22 Sep, 2026
|
2018-01-31 11:23:49, 1904 ნახვა
სამართალი
ტრაპზონში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ტრაპზონში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე, რომეო ლ. და ედიშერ ჯ. დააკავეს, - ამის შესახებ TrabzonHaber იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს ელექტრონული მოწყობილობებისა და სამკაულების ქურდობა ედებათ ბრალად. საქართველოს მოქალაქეები ქურდობის დროს ერთ-ერთ უბანში დამონტაჟებულმა, გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგ პოლიციელებმა მათი დაკავება შეძლეს. მედიის ცნობით, დაკავებულების ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს: 1 პრინტერი, 2 ტელევიზორი, 1 ლეპტოპი, 2 თმის საშრობი, 1 ელექტრო სასწორი, 3 წყვილი ფეხსაცმელი, 1 მობილური ტელეფონი, დიდი ოდენობით სამკაული და ჭურჭელი. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ისინი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)