05:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 15:17:56, 1685 ნახვა

სამართალი
2017 წელს სიცოცხლისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ დანაშაულების მაჩვენებელი გაიზარდა

2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია, ძირითადად სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ დანაშაულებზე ფიქსირდება, კლების ტენდენცია კი - ნარკოდანაშაულსა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე.

ამის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკაშია აღნიშნული:

„გასულ წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია ასე გამოიყურება:

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 108-116-ე მუხლები) - 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.7% (ამ სახის რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა 2016 წელთან შედარებით - 11.9%-ით);

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 117-126 პრიმა მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 14.1% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 14.8%-ით);

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 142-170-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.2% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 23.2%-ით);

დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 177-189-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 37.9% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 8.1%-ით);

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 287-306-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.3% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 127.8%-ით);

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 343-363-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.4% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 17.5%-ით);

დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 377-381პრიმა-2 მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.5% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 20.5%-ით).

რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენციას, ის, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე:

დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 222-239-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 4.1% (კლება 2016 წელთან შედარებით- 19.5%-ით);

ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 12.5% (კლება 2016 წელთან შედარებით - 8.3%-ით);

სატრანსპორტო დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 275-283-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.9% (კლება 2016 წელთან შედარებით - 16.4%-ით)“, - ნათქვამია შსს-ს სტატისტიკაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics