|
2018-01-29 16:18:49, 908 ნახვა
რეგიონი
ლიტველები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან
აჭარის ტურისტული პროდუქტები ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Adventure 2018” ყურადღების ცენტრში მოექცა. ვიზიტორების განსაკუთრებული დაინტერესება მთიანი აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა გამოიწვია. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია, სადაც ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს აჭარის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. პრეზენტაცია ღვინის დეგუსტაციით დასრულდა. მიმდინარე წელს, აჭარის ლიტვაში პოპულარიზაციისა და რეგიონში ლიტველი ტურისტების მოზიდვის მიზნით პირისპირ შეხვედრები გაიმართა წამყვანი ტელეკომპანიის “TV 3“, National Goegraphic- სა და ლიტვაში პოპულარული ვებ-საიტების მენეჯმენტთან, ასევე წამყვანი ტურისტული კომპანიების ნოვატურის, მეგატურისა და ტეზტურის წარმომადგენლებთან. ლიტვის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 26 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ისეთ ევროპულ ბაზრებზე როგორიცაა ლიტვა. ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას ეს იქნება პირისპირ შეხვედრები, მედიატურები, რეკლამა წამყან ტელევიზიებში თუ ინფოტურები ტურისტული და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის. წელს, ჩვენ ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, რაც კარგი საშუალებაა უკვე პირისპირ შევხვდეთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიას და მოვახდინოთ მათი რეგიონში მოგზაურობის სტიმულირება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. (NS)
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)