|
2018-01-29 15:22:53, 2158 ნახვა
სამართალი
შსს-მ სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე, გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს. მისივე თქმით, საჭიროა პროცესში სოციალური სამსახურების ჩართვა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში უწყების ახალი დეპარტამენტიც (ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი) ჩაერთვება. „ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ, დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით დავიწყეთ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი,” - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)