|
2018-01-29 14:58:42, 1891 ნახვა
სამართალი
შსს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომასალაში მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ ორი მოქალაქის დაკავებაა ასახული. მისივე თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა პოლიციის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და მათი შეურაცხყოფა: „2018 წლის 28 იანვარს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით. პატრუ-ინსპექტორის თანამშრომლებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროს, როცა პოლიცია ასრულებდა კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, ხაზგასმით აღვნიშნავ, ასრულებდა პოლიცია მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი-1992 და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადაიფურთხეს და მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოესარჩლენ ახალგაზრდებს, რომლების შეჩერების პროცესთანაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)