|
2018-01-26 11:42:48, 1856 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიში ჩაბუქის საქმეს მტკიცებულებად დაურთო
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი განიხილება. სარჩელის თემაა, ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტლოვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ადვოკატებმა საქმეზე მტკიცებულებად Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიშის დართვა მოითხოვეს, სადაც მათი თქმით, საუბარია თურქეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ფეთჰულა გიულენის მიმდევრებად არიან აღიარებული. ეს მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. Human rights watch-ის 2018 წლის 643-გვერდიან ანგარიშში შეფასებულია გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული პრაქტიკა 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში. პროცესი მედიისთვის დაიხურა, რადგან როგორც მოსამართლემ განაცხადა, ჩაბუქის მეუღლემ სასამართლოს ახსნა-განმარტებით უნდა მიმართოს, რაც შესაძლოა, შეიცავდეს საიდუმლო ინფორმაციას. შეგახსენებთ, 2017 წლის 24 მაისს საქართველოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)