|
2018-01-25 16:08:39, 2188 ნახვა
საზოგადოება
TDI: განათლების სამინისტრომ მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნია, - ამის შესახებ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ყარაჯალაში სკოლის დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლისათვის სკოლაში თავსაბურავით სიარულის აკრძალვის შესახებ მიმართეს და ამ აკრძალვის ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა სთხოვეს. ორგანიზაციის ცნობით, ინსპექტირების დასკვნაში, რომელიც უწყებისგან 12 იანვარს მიიღეს, მითითებულია სკოლის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერი, რომლითაც "აკრძალულია სკოლის შენობაში ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება". „სამინისტრომ აღნიშნული ჩანაწერი მოსწავლის რელიგიის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისათვის ლეგიტიმურ საფუძვლად მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელმწიფო უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონებს, მაშინ როცა სხვა რელიგიის აღმსარებელ მოსწავლეებს რელიგიური მრწამსის გამოხატვა რელიგიური ატრიბუტის ტარების საშუალებით არ ეზღუდებათ“, - აცხადებენ TDI-ში. იხილეთ სრულად: http://tdi.ge/ge/news/512-ganatlebis-saministrom-muslimi-moscavlistvis-tavsaburavis-tarebis-akrzalva-kvlav
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)