|
2018-01-24 18:38:04, 2545 ნახვა
სამართალი
ადვოკატები ადასტურებენ, რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს იცნობდა
თბილისის საქალაქო სასამართლო ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირის ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ადვოკატები კი ბერძენიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. სხდომა მედიისთვის დახრულ რეჟიმში მიმდინარეობს. ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. მისი ადვოკატები ადასტურებენ, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევს იცნობდა, თუმცა მასთან, ადვოკატებისვე მტკიცებით, მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდა. „ანატოლი ბერძნიშვილი ხშირად გადადიოდა თურქეთში, ვინაიდან ის აშენებდა ტაძრებს და მასალა გადმოჰქონდა თურქთიდან.მათ შორის ნოემბერშიც იქნებოდა. ჩატაევს იცნობდა, დიდი ხნის ნაცნობობა ჰქონდა. არ მეგობრობდნენ“,-აღნიშნა ადვოკატმა და დასძინა, რომ საქმეში ბრალის დამადასტურებელი არანაირი ვიდეოკადრები, ან ჩანაწერები არ არსებობს. რაც შეეხება იმას, თუ რა ვითარებაში გაიცნო ანატოლი ბერძენიშვილმა ახმედ ჩატაევი, ბერძენიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ინგა ბოლოთაშვილი ვარაუდობს, რომ ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც ჩატაევი საქართველოში იმყოფებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. „დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად,ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში“,-აცხადებენ სუს-ში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საერთო ჯამში, ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის ანატოლი ბერძენიშვილის გარდა, სხვადასხვა დროს რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ დუდაევი არიან დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)