06:05 - 22 Sep, 2026
|
2018-01-24 15:16:16, 2901 ნახვა
სამართალი
ოზურგეთში მანდატურმა სკოლის მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინა
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს მანდატურის თანამშრომლებმა პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სკოლის დირექტორი და დამრიგებელი მომხდარს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოსწავლეს უცხო ნივთი მანდატურმა სკოლის გარეთ უპოვა. „სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-10 კლასის მოსწავლეს სკოლის მანდატურმა უცხო ნივთი შენიშნა. ჩამოართვა, გამოიძახა მშობელი და მშობლის თანადასწრებით მოხდა შესაბამისი ქმედებები. უცხო ნივთი რა იყო, შესაბამისი სტრუქტურები ადგენენ“, - განაცხადა ოზურგეთის მეორე საჯარო დირექტორმა ფატი სიორიძემ. ნივთი შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)