|
2018-01-23 16:52:44, 2463 ნახვა
სამართალი
„სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მეწილის შვილი: ქუთათელაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა
ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილის შვილის, დავით ბლუაშვილის ინფორმაციით, ბოლოს როდესაც ის სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, მან უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა. როგორც ბლუაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი წილებთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. "ბოლოს როდესაც შევხვდი სამსონ ქუთათელაძეს მისგან მოვისმინე, რომ კონფლიქტი ჰქონდა გიორგი ჭანტურიასთან. კონფლიქტი ეხებოდა წილებთან დაკავშირებულ დავას. სოსო შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით და ეს ვიცი. გავაგდეო კაბინეტიდან ასე მითხრა. ხელის შეხებამდე საქმე არ მისულა, რამდენადაც ვიცი. ქუთათელაძეს დაახლოებით 1 კვირის წინ შევხვდი, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. საუბარი ეხებოდა ჩვენს საქმიანობას. მაშინაც ახსენა, რომ ჭანტურიასთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. შეხვედრა შედგა, იქ იჯდა რამდენიმე ადამიანი და ასევე კიდევ ერთი მეწილე. კონფლიქტი იყო ბაზრის ფართთან დაკავშირებით, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს, ეს არ უხსენებია”, - განაცხადა ბლუაშვილმა. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, 17 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილე, გიორგი ჭანტურია საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მოგვიანებით კი გათავისუფლდა. ჭანტურიასთვის მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარუდგენიათ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)