|
2018-01-23 15:46:30, 2136 ნახვა
სამართალი
„ბახალას“ დედა: ყოვლად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი - მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა, ამ სისტემის გამო
ყოვლად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, - ასე აფასებს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) დედა, ნანა ჩხიკვიშვილი მისი შვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება "ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენების" საფუძველზე მიიღო. "გამოათაყვანეს საქართველო ამდენი უსამართლობით. ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებით რომლებიც მერე შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ სახლში ასეთი ტყუილის შემდეგ, ასეთი უნამუსო სპექტაკლის შემდეგ მარტო ჩემი შვილი კი, არ გაწირეს მთელი ოჯახი ვდგავართ ჩემი შვილის უკან. ჩემი შვილიშვილების ამ ქვეყანაში გაჩერება აღარ მინდა. ნამდვილად აღარ მაქვს იმედი. ბავშვობაში ასე, რომ მიყვარდა ჩემი პოლიცია ახლა მძულს ამ სისტემის დანახვა. მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა, ზუსტად ამ სისტემის გამო“, - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო. გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)