|
2018-01-23 13:06:42, 1970 ნახვა
სამართალი
გახარია: როდესაც პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ორჯერ უფრო მომთხოვნი ვიქნებით
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ დადგინდა, რომ შსს-ს თანამშრომლებმა დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი რეაგირება მოხდება. "ყველგან სადაც პოლიციელის ღირსება, ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. ასევე, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მისი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას. თუ დადგინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად",-განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)