|
2018-01-23 12:15:50, 1766 ნახვა
სამართალი
აჭარული სამზარეულო და ტურისტული პროდუქტები - გადაცემათა ციკლი ბელარუსში
აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს ბელარუსში პოპულარული კულინარიული გადაცემას „50 აქცენტი“ 8 მილიონამდე მაყურებელი გაეცნო. 4 ვრცელი გადაცემა, რომელიც მთლიანად აჭარულ კერძებს, ფოლკლორსა და ტურისტულ პროდუქტებს მიეძღვნა „ Belarus 1” -ის ეთერში იანვრის განმავლობაში გადაიცემოდა. რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით შეიცვლა გადაცემის ფორმატი. ის სტუდიის ნაცვლად ბათუმის ქუჩებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ჩაიწერა. გადაცემის მსვლელობისას წამყვანები მარინა კონდრატევა და დიმიტრი კიპენი აჭარაში მოგზაურობენ და მაყურებელს სხვადასხვა აჭარული კერძის მომზადებას ასწავლიან, პარალელურად კი უყვებიან ისტორიებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, პროდუქტების და ადგილების შესახებ. „ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემები გამოვიდა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ერთდროულად ენახა ჩვენი მარავლფეროვანი ტურისტული პროდუქტები. თუკი ერთ გადაცემაში ისინი ეცნობიან ბათუმს, აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს, ზღვას და თბილ ბათუმურ გარემოს, მეორე გადაცემაში უკვე წამყვანებთან ერთად თოვლიან აჭარის მთებში მოგზაურობენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებში სწავლობენ თუ როგორ მოამზადონ უგემრიელესი სინორი. პირველი გადაცემა ეთერში საშობაოდ გავიდა, მას შემდეგ კი ყველა შაბათ-კვირას მაყურებელი აჭარაში მოგზაურობდა. ჩვენი თხოვნით შეიცვალა გადაცემის ფორმატი და ის კულინარიულთან ერთად სამოგზაუროც გახდა. ერთობლივმა პროექტმა გაამართლა და მას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ბელარუსში,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)