05:08 - 22 Sep, 2026
|
2018-01-22 14:33:32, 3322 ნახვა
სამართალი
სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული მტკიცებულებებია ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებენ, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები - ექსპერტები დაიკითხებიან. გარდა ამისა, დღესვე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა და ის უცვლელად ძალაში დატოვა. საქმეზე მომდევნო პროცესი 25 იანვარს, 16:30 საათზე ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)