|
2018-01-22 13:07:14, 1968 ნახვა
საზოგადოება
გენგეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება უნდა განსაზღვროს. მისივე თქმით, დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45-დღიანი ვადა მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. „ვაცნობიერებთ, საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართა, რათა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შეფასების პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს. აქტიური კონსულტაციების შედეგად, თბილისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეთანხმება მოხდა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა - გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ. „ჩვენ ასევე, დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან თანამშრომლობისა და დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობისთვის. თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები - ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია ყველა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. კალაძის განცხადებით, ასევე, მიაწვდის შესაბამის დოკუმენტაციას, რათა გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასებასთან დაკავშირებით, მუშაობის დაწყება დროულად მოხდეს. დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება. (NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)