|
2018-01-17 18:00:08, 2373 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას ბრალეულობის ნიშნები არ გამოიკვეთა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოქალაქე გიორგი ჭანტურია დაიკითხა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, ჭანტურიამ ქუთათელაძე მკვლელობის დღეს ნახა. ადვოკატის განმარტებით, ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას ბრალეულობის ნიშნები არ გამოიკვეთა. გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, ამჟამად დაკავებულია. ალექსანდრე კობაიძის თქმით, დაკავება მისი მამის სახლიდან ვაზნების ამოღების გამო მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, ჭანტურიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. „დაიკითხა გიორგი ჭანტურია, არ გამოიკვეთა არანაირი ბრალეული ნიშნები. მისი მამის სახლიდან ამოიღეს ვაზნები და მაგის გამო მოხდა დაკავება.236-ე მუხლის მეორე ნაწილით არის ბრალდებული. ბოლო დღეს ნახა სამსონ ქუთათელაძე.შეხვდა, მიესალმა- გამარჯობა, გაგიმარჯოს.ეს გახდა საფუძველი, რომ ასეთი ამბავი აეტეხათ“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ალექსანდრე კობაიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)