|
2018-01-17 15:11:55, 3318 ნახვა
სამართალი
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, პირის დაკავება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა. „სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარლგებში, დაკავებულია ერთი პირი სსკ-ის 236-ე მუხლით (ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ბრალდებით). აქვს თუ არა მას უშუალოდ კავშირი მკვლელობის საქმესთან, აღნიშნულზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაზე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)