|
2018-01-17 14:06:56, 1761 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი: სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არ გვყავს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. გახარიას თქმით, საგამოძიებო ჯგუფი უახლოს დღეებში საზოგადოებას არსებულ ინფორმაციას მიაწვდის. მანვე დასძინა, დაკავებული ჯერ არავინ არაა. "გუშინ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც გუშინ ჩაერთო გამოძიების პროცესში. გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს მომავალში ველოდებით შედეგებს. გუშინაც ვთქვი, რომ მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე. ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი საზოგადოებას ინფორმაციას გაუზიარებს. კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით, ჯერ დაკავებული არ გვყავს", - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაზე 15 იანვარს მოკლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)