|
2018-01-17 12:34:58, 2297 ნახვა
სამართალი
„ბასიანთან“ პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლოში მივიდა
კლუბ „ბასიანთან“პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სასამართლო დღეს ბრალდებულისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურა ქვლივიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. შეგახსენებთ, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)