|
2018-01-16 18:35:32, 2231 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულომ მერიის სტრუქტურული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები დაამტკიცა. თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურა საკრებულოს დეპუტატებს ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა განმარტა, ცვლილებების მიხედვით სახელფასო ფონდი არ გაზრდილა. თბილისის მერია ახალი სტრუქტურის მიხედვით მუშაობას 22 თებერვლიდან შეუდგება. „დასრულდა საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურის განხილვა. საკმაოდ მწვავე განხილვები გვქონდა, თუმცა ნაკლებად ეხებოდა ეს განხილვები ოპოზიციის მხრიდან უშუალოდ დებულებას. ისევ და ისევ არაჯანსაღი კრიტიკა ისმოდა ხელფასებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ არ ხდება საშემოსავლო თანამდებობრივი სარგოების ზრდა. ხდება ორი კომპონენტის გაერთიანება. ამაზე მოწმობს ისიც, რომ ჩვენ სახელფასო ფონდი არ გაგვიზრდია. მოვდივართ იგივე სახელფასო ფონდით, რაც დამტკიცებული გვაქვს 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის ბიუჯეტის სახით. ეს გარკვეული ოდენობით კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე 2017 წლის შრომის ანაზღაურება. რაც შეეხება ახალ დებულებას და ახალ სტრუქტურას, რომელიც დამტკიცდა და ამოქმედდება 22 თებერვლიდან, ეს არის ის სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მიზნების ეფექტურად განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. თბილისის მერიის ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად, ცვლილება 8 მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს ურბანულ, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ზედამხედველობის, შესყიდვების, მუნიციპალური სერვისების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)