|
2018-01-16 14:59:13, 2093 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ავჭალაში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის დგინდება გარდაცვლილების საახლობლო წრე, ვისთანაც ოჯახს კავშირი ჰქონდა, გამოიკითხნენ მეზობლები და ახლობლები. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა დროულად დადგინდეს ბრალდებული. დანიშნულია ექსპერტიზები. მიმდინარეობს გენეტიკური კვლების ნიმუშების აღება, რაც გამოძიებას ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნაში. ასევე, ტარდება კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ფაქტზე გამოძიება 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისში ცოლ-ქმარი ორი დღის წინ მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)