18:15 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 18:26:12, 901 ნახვა

ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბარტი: ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიდგომა გონივრულია

„ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის  მიდგომა გონივრულია“, – ამის შესახებ EBRD –ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩარკაბარტიმ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რეზერვების შენახვასთან დაკავშირებით, სწორია.
„ეროვნული ბანკის მიდგომა, რომ ლარის კურსი იყოს მცურავი, გონივრულია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ბანკმა რეზერვები შეინახოს, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ქვეყანა დაცული იყოს“, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ.
ჩაკრაბარტის განცხადებითვე, ქადაგიძესთან შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები, ასევე ერთობლივი პროექტები.
„ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკის გამოწვევები – ეს საკითხები გამოწვეულია საგარეო ფაქტორებით და არა საქართველოში მიმდინარე საკითხებით. საქართველოს დროებითი სირთულეები აქვს და გრძელვადიანი პერსპექტივები კარგია. რაც შეეხება საქართველოს საბანკო სექტორს, როგორც იცით ამ სექტორის მხარდაჭერის კუთხით ძალიან აქტიურები ვიყავით და საბანკო სექტორი საქართველოში ძლიერია. ორი ქართული ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული და ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ საქართველოში ლარში ნიმინირებული ობლიგაციები გამოვუშვით  და ამ ქვეყანაში ეს იყო პირველი პრეცედენტი“, – განაცხადა EBRD –ის პრეზიდენტმა.
მან შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძეს წლის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დასახელება მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics